
საქართველოს IT სექტორში დასაქმებული ადამიანები "ქართული ოცნების" მიერ რამდენიმე კვირის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას გმობენ და რამდენიმე მოთხოვნის შესრულებას, მათ შორის აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.

PSP ჯგუფი გმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციების დროს განხორციელებულ ძალადობას. ამის შესახებ ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

თიბისი ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ დღეს, 8 დეკემბერს, თიბისელები თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ თავიანთი გუნდის ორი წევრის მხარდასაჭერად, რომლებიც დაკავებულები არიან.

Setanta Sports-ზე მაუწყებლობა საქართველოში კომენტირების გარეშე გავა.

"საქართველოს ბანკის" განმარტებით, საბანკო სექტორის გაფიცვა, პირველ რიგში, რიგით მოქალაქეებს დააზარალებს. ასე უპასუხა ბანკმა სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილს, რომლებიც ბანკს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი GIG ჰოლდინგი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ნებისმიერი შეფერხება მიუღებელია და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებასა და პოტენციალს.

ჯიპიაი ჰოლდინგი განცხადებას ავრცელებს.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს კომპანია "ზედაზენი" ეხმაურება.

საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, სუპერმარკეტების ქსელი სპარი წერს, რომ ევროპულ ღირებულებებსა და ერის სწრაფვას ევროკავშირისკენ სრულად იზიარებენ.

ქუთაისში, ველოსიპედების მაღაზია, "ზუკას ველო მაღაზია" აღარ მოემსახურება მერიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად ხალხის მხარეს არ დგას. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.