ლიბერთი ბანკმა საერთაშორისო ფულადი გზავნილების კამპანია „არაჩვეულებრივი გზავნილი“ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საერთაშორისო ფულადი გზავნილების ციფრულ ბანკში განაღდებისას, განსაკუთრებულ კურსთან ერთად დამატებითი სარგებელი მიიღონ.
“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაცრი ჩარჩო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაიცემა ახალ ბანკზე ლიცენზია - ამ ჩარჩოს მიხედვით ვიმოქმედებთ”, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ “იმედის ბანკის” შექმნაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
2026 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.2 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 2.4 პროცენტით - ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 51 ქვეყანაში ექსპორტირებულია 17,3 მლნ ლიტრი ღვინო, რომლის ღირებულება 53,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის სამი თვის სტატისტიკას აქვეყნებს.
6-9 აპრილის ჩათვლით, „საქკაბელის“ მაღაზიათა ქსელში სპეციალური ფასები დაგხვდებათ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თეფშების, საწრუპების, სასმლის მოსარევების, ასევე გაფართოებული პოლისტიროლისგან (EPS) დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების რეალიზაცია აიკრძალა.
მიმდინარე წელს, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, ჯამურად 224.3 ათასი ლარის ოდენობის თანადაფინანსება ქართული ღვინის მწარმოებელმა ხუთმა კომპანიამ მიიღო.
თებერვალში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 822-მდე გაიზარდა, ასევე გაიზარდა გასაყიდი ბინის ფასი და კვადრატულზე 1 398 დოლარი შეადგინა, გაძვირებულია ქირაც და კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 10.1 დოლარი ღირს.