საქართველოს საკაბელო ინდუსტრიის ლიდერი კომპანია „საქკაბელი“ ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ამჯერად „საქკაბელმა“ საწარმოო ხაზი ადგილობრივი ბაზრისთვის სრულიად ახალი პროდუქტით, სექტორული ტიპის კაბელით გააფართოვა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად იწარმოება და უკვე წარმატებით ექსპორტირდება ევროკავშირის ბაზარზე.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში სატაცურის იმპორტი წლიურად 26%-ით შემცირდა - ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.
„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის - როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
ბაზისბანკმა, რეგულატორის მხრიდან შესაბამისი თანხმობების მიღების შემდეგ, წარმატებით დაასრულა ლიბერთი ბანკის შეძენასთან დაკავშირებული გარიგება და ლიბერთი ბანკის აქციების 95.99% - ის მფლობელი გახდა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ ქართული ღვინის წარდგენას ტოპ სომელიე ტაკუ იგურო უძღვებოდა. ქართულ ქარვისფერ ღვინოებზე ტაკუ იგურომ სპეციალურ სემინარზე ისაუბრა, ხოლო ღვინოების დეგუსტაცია ე.წ. „Walk Around Tasting“-ის ფორმატში გაიმართა.
სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ, ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 64 დეგუსტაცია ჩატარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, Red Bridge-ის ორგანიზებით, იაპონიაში, მიაგის პრეფექტურის ადმინისტრაციულ ცენტრში, სენდაიში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის ,,Red Bridge” ორგანიზებით, იაპონიაში, ჰოკაიდოს პროვინციის დედაქალაქ საპოროში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.
იაპონიის ქალაქებში - საპორო, სენდაი და ტოკიო, 7-13 აპრილს ქართული ღვინის დეგუსტაციები და სემინარები, ე.წ. „Road Show“ გაიმართება.