
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

სამართლიანობის პრინციპების გათვალისწინებით, შეიცვლება მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკა - ამილახვარი
გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მასწავლებელთა მხარდამჭერ ინიციატივებზე ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერებაზე გაამახვილა ყურადღება.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარუდგინა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.

4.125 მლრდ დოლარი - ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა.

2024 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.0 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მმართველმა პარტიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.

29-31 იანვარს თბილისში საქართველოსა და კანადას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების (FIPA) პროექტზე მოლაპარაკებების მეშვიდე რაუნდი გაიმართა.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, დეკემბერში ეკონომიკურმა ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტით განისაზღვრა.