
იანვრის ეკონომიკის ზრდამ 5.8% შეადგინა, რაც ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ნორმალიზების საერთო ტენდენციის შესაბამისია. იგივე შეიძლება ითქვას წმინდა სავალუტო შემოდინებების კუთხით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

სუროგატი დედების მშობიარობასა და საკეისრო კვეთას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.

ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ტრადიციებს, სტუმართმასპინძლობა ქართველების კულტურისა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

დღეს, ჯივიპიმ წყალმომარაგებაში ევროპული სტანდარტების დანერგვის პირველი ეტაპის შედეგები და მიმდინარე პროექტები წარადგინა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ირაკლი კობახიძემ წინა კვირას რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხთან დაკავშირებით, თანამდებობიდან მოხსნა, Facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახალი პრემიერის, ირაკლი კობახიძის მიერ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ აჭარაში პარტიულ აქტივთან შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ევროკომისიის ექსპერტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც 2024-2026 წლებისთვის „ეკონომიკური რეფორმების პროგრამის“ პირველადი დოკუმენტი და პროგრამით გათვალისწინებული რეფორმები განიხილეს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ასევე მწვანე ენერგეტიკის განვითარებას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მწვანე ენერგეტიკის განვითარების ოთხმხრივ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 8.2 პროცენტით ნაკლები, სულ 13.6 მლნ. ტონა ტვირთი.