
მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

საქართველოსა და აზერბაიჯანს, ჩვენს ხალხებს აკავშირებთ მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობა და ეს არის ის მყარი საფუძველი, რომელიც საფუძვლად უდევს სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის, – ამის შესახებ კობახიძემ ალიევთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების საკითხზე გამართულ მესამე პლენარულ სხდომას დაესწრო.

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების სრულად გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 272.3 მლნ აშშ დოლარი, ანუ 723.2 მლნ ლარი შეადგინა.

სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 150 000 პენსიონერს სესხის პროცენტი დღეიდან შეუმცირდება.

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ლევან დავითაშვილმა ქვეყნის ეკონომიკურ სურათში კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობაზე, მისი განვითარების მთავარ ასპექტებსა და ამ პროცესში სახელმწიფოს როლზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 13 მარტს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.75 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 941.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.0 პროცენტით ნაკლებია.