ეროვნული ბანკი ეხმაურება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სანქცირებულმა რუსულმა „სბერბანკმა“ თავისი ანგარიშებიდან ქართულ ბანკებში გადარიცხვები დაიწყო.
ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი ამ მომენტისთვის საკმაოდ დაბალია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ჩვენთვის კორუფცია მიუღებელია... კორუფციასთან ბრძოლა პრიორიტეტია" - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება.
ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.
საავადმყოფოს მშენებლობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, განაცხადა.
საქართველო სრულად და მტკიცედ იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცედურებს და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არცერთი ფაქტი, – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებაშია აღნიშნული.
მნიშვნელოვანია, რომ არც პირდაპირი და არც ირიბი ფორმით არ მოხდეს საქართველოში უცხოური წყაროებიდან პოლიტიკური სუბიექტების დაფინანსება, რათა დაცული იყოს სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით უცნობია, თუ როდიდან ამოქმედდება ცვლილება, რომლის თანახმადაც 2023 წლის 1 იანვრამდე გაცემულ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდება.