
2023 წელს საგადასახადო და საბაჟო შემოსავლებმა დაგეგმილი მაჩვენებლის 101.7%-ი შეადგინა. ეს მაჩვენებელი მებაჟე ოფიცრების წარმატებული საქმიანობის კიდევ ერთი ნათელი დასტურია, – ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

„გილოცავთ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებას. საქართველოში ამ კუთხით განხორციელებული რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია”, - განაცხადა იანუშ ვოიცეხოვსკიმ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ბრიუსელში, ევროკომისიაში გამართულ შეხვედრაზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის 50.60 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 183.38 მლნ ლარით, ანუ 0.36%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, 2023 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 1.46 მლრდ ლარით, ანუ 2.86%-ით გაიზარდა და დეკემბრის ბოლოს 52.65 მლრდ ლარი შეადგინა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის შეხვდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 2.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 12.8 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, სახეზეა ინდექსის 1.3-პროცენტიანი კლება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.3 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6 090.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 529.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 12.5 პროცენტით მეტია.