
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ კომისიასთან შეთანხმებული 2024-2026 წლების საინვესტიციო გეგმების განხორციელების შესახებ შეხვედრა გაიმართა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ რუსეთის ფედერაციიდან მომავალი სასურსათო კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნა შეჩერებული.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტია.

საქართველო იდეალურადაა განლაგებული აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელი როლის შესასრულებლად, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა ბრიუსელში მიმდინარე მაღალი დონის ინვესტორთა ფორუმის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს რკინიგზის დელეგაცია, გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრებს დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზის პრესსამსახური ავრცელებს.

სომხეთმა და საქართველომ დღეს მიაღწიეს დიდ წინსვლას, ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობის შესახებ, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია, – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოსა და სომხეთს შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები და აღნიშნა, რომ სავაჭრო ბრუნვამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მინდა, გულწრფელად მივულოცო საქართველოს მთავრობას და ხალხს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ პროცესში განსაკუთრებით ხაზს ვუსვამ როგორც ბატონ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის, ასევე ხალხის როლს, – ამის შესახებ ფაშინიანმა ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის მომხმარებლები ქვითარს ახალი, შემცირებული ტარიფით მიიღებენ.

ცხადია, რომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა ჩვენი სამუშაოს შემადგენელი ნაწილია და ყველა ასეთ ფაქტს მომავალშიც გაეცემა დასაბუთებული პასუხი, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე.