დსთ-სა და საქართველოში 2023 წელს ეკონომიკური ზრდა შემცირდება, თუმცა იმაზე ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ საუბარია გაერო-ს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023“-ის ანგარიშში.
სანქცირებული საქონლისა და პირების სიების დამტკიცებისთანავე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მკაცრი კონტროლი ქვეყნის საბაჟო ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას მას შემდეგ დაიწყებს, რაც ქვეყანაში ინფლაცია შემცირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებს 19 695 000 ლარი გამოეყოფა.
„თიბისი კაპიტალი“ მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს.
ვიდრე ჩვენს ქვეყანას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნების გამო კიცხავენ, ევროკავშირის ქვეყნები რუსეთს იმპორტირებულ საქონელში ყოველდღიურად ასეულობით მილიონ ევროს უხდიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 042.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 პროცენტით მეტია.