2024 წლის იანვარში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა.
მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალის სრული საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით კონკურსი გამოცხადდა.
ლევან დავითაშვილმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამიტზე შეკრებილ საერთაშორისო ლიდერებს საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში გლობალურ დონეზე თანამშრომლობის მთავარ ასპექტებთან დაკავშირებით.
საქსტატმა საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, 2024 წლის იანვარში საქართველოს ექსპორტმა 338 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით ნაკლები იყო.
რომეო მიქაუტაძეს ამ ეტაპზე არავინ ჩაანაცვლებს, პირადად ვიქნები ენერგეტიკის სფეროს კურატორი. ენერგეტიკის სფერო ჩვენთვის ძალიან პრიორიტეტულია, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ახალი ინიციატივა იწყება.
საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო წლებში სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოყალიბდა ანტიკორუფციული სააგენტო, ასევე, შემუშავდა არაერთი მექანიზმი, რათა ქვეყანაში კორუფციის რისკ-ფაქტორები მაქსიმალურად დაზღვეული ყოფილიყო.
სტიქიის ზონიდან 296 ოჯახია გადაყვანილი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია კომპენსაციების გაცემაზე, საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი თანხები, რესურსები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით ძალიან კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ აქაც უნდა გვქონდეს ამბიცია, ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც არის რეალისტური ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობა უნდა იყოს მაგალითის მიმცემი ყველასთვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.