სალიზინგო ბაზრის ლიდერმა, თიბისი ლიზინგმა პირველად ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ისტორიაში, ფინასურ ინსტიტუტებს შორის, ლარში დენომინირებული მწვანე საჯარო ობლიგაციები წარმატებით განათავსა.
ჩვენი ხელშეწყობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, 20-მდე ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, საკუთარი პროდუქტი ამერიკული ბაზრისთვის გაეცნო, - ამის შესახებ მიხეილ ხიდურელმა განაცხადა.
სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში, „ტყუპების საღვინე სახლში“ გაიმართა.
დღეს მთავრობამ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონის შედეგები დაამტკიცა, სადაც 27-მა კომპანიამ გაიმარჯვა.
თიბისი კაპიტალი მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებას აქვეყნებს.
ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს სეტყვით მიყენებული ზარალი აუნაზღაურდებათ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მეათე მოწვევის პარლამენტის მესამე საგაზაფხულო სესია საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.
ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, რომელიც გარანტირებულია არა ნათია თურნავას პირადი ნებით, არამედ კონსტიტუციით და კანონმდებლობით, იქნება ხელშეუხებელი და დაცული, – ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.
საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 23.9 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 61.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 90.2 პროცენტია, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.