საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 23.9 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 61.1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 90.2 პროცენტია, – ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ჩვენი ქვეყნის გაერთიანება არის ის მთავარი უზენაესი იდეა და მიზანი, რომლის გარშემოც ჩვენ, ყველანი უნდა გავერთიანდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.
„შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემ კაბელის“ პროექტს რული მხარდაჭერა აქვს გამოცხადებული ბრიუსელიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
იცით, რომ შარშან ჩვენ გავაფორმეთ მემორანდუმი აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან, ე.წ. შუა დერეფნის კორიდორის განვითარების შესახებ, - ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში ისაუბრა.
ანაკლიის პორტის თაობაზე არაერთხელ განვაცხადე, რომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და პორტის მშენებლობა დაიწყება წელს, მთავრობის დაფინანსებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ახალი აეროპორტის აშენების მიზნით მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი, საუკეთესო არქიტექტორების და კომპანიების შერჩევა და ჩვენ გვინდა, რომ სამუშაოები დავიწყოთ 2024 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 1,5% ინფლაცია და ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, იცვლება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.