მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საუკეთესო მაჩვენებლების მქონე მსოფლიოს 76 ქვეყანას შორის საქართველო ტოპხუთეულშია. ინფორმაციას ამის შესახებ „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფინანსური სანქციების აღსრულებას.
შვედეთის საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) წარმომადგენლებს რეგიონის მასშტაბით ასოციაციის საქმიანობა გააცნეს.
ლაშა ხუციშვილი სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, დევიდ ო’სალივანს და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს შეხვდა.
სანქციების აღსრულების ნაწილში ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ამერიკულ მხარესთან, ისე ევროკავშირის წარმომადგენლობასთან - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა.
დელეგაციის წევრებთან დეტალურად განვიხილეთ, როგორ ეხმარება საქართველო აშშ-ს, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს მათ მიერ დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ შესაძლებლობა მისცა ქართველ მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ.
ნარმანიას განცხადებით, CFD მექანიზმთან დაკავშირებული აუქციონის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ მონაწილეობის მიღებით კვლავ არიან კომპანიები დაინტერესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მაღალია.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულებისა და სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.