
ვმუშაობთ აქტიურად მთელი ქვეყნის „მასტერპლანზე“ ანუ გენგეგმაზე. აუცილებელია, რომ დაიგეგმოს მთელი ქვეყანა, რომ აღარ იყოს ქაოტური განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია “ტასი“ ავრცელებს.

2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი კოოპერატივთა 70%-ს შეუწყდა
სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სასოფლო-სამეურნეო სტატუსი კოოპერატივთა 70%-ს შეუწყდა. უფრო დეტალურად, კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა 2274-, ხოლო მათგან 1605-ს სტატუსი შეუწყდა. შედეგად, ამჟამად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსით მხოლოდ 669 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია რეგისტრირებული.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის III კვარტალში 745.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე ორჯერ მეტია.

მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს და 2021 წელს დაფიქსირებული 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერშიც ასევე ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და 10% შეადგინა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ევროკომისია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შესახებ რიგით მეხუთე ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მოხსენება საქართველოზეცაა მომზადებული.

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყეს, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

2022 წლის ნოემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 232 092 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის იმავე თვის მგზავრთნაკადის რაოდენობაზე 8%-ით მეტია, ხოლო 2021 წლის ნოემბრის მონაცემებთან შედარებით, 42%-იანი ზრდაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.