
ეკონომიკის მაღალი ზრდა პოზიტიურ გავლენას ახდენს დასაქმების ტენდენციებზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 33.5%-ით გაიზარდა.

ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზატორი ვალდებული იქნება, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაცია რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასად არ განახორციელოს. შესაბამისი ცვლილებები „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში შედის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ფერმერის დღის ფარგლებში ორგანიზებული ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა, – ამის სესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უმუშევრობის დონემ 15,6%-ი შეადგინა. მაჩვენებლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.9 %-ით შემცირდა. უმუშევრობის დონე დაწეულია, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. - ახალ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, სტაბილურობა, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ასე მშვიდად, მტკიცედ და პრინციპულად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ვადა 19 ნოემბერს იწურებოდა.

პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო სექტორში სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგების აუცილებლობაზე.

საქართველოს მთავრობა თბილისში პოლიციის ქალაქის მშენებლობას გეგმავს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განაცხადის მიხედვით, ახალი უბანის მშენებლობა 131.4 მილიონი ლარი დაჯდება.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ახალი ავტოსადგომი მოეწყობა. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ავტოსადგომის მოსაწყობად 4.2 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.