მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენისთვის ბერლინში საქართველოს მთავარი პავილიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
ნინო თანდილაშვილი და ჯონ პენელი საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 8.1 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 178.1 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 412.2 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა, 2021 წელთან შედარებით, ხუთი პროცენტით გაიზარდა და 1.563 მლნ შეადგინა.
საქართველო 2023 წლის „კეთილდღეობის ინდექსში“ 167 ქვეყანას შორის 53-ე ადგილზეა და მსოფლიო რეიტინგში ყველა მეზობელ სახელმწიფოს უსწრებს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება, – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სისტემაში 1.3 მილიონი ადამიანი არის გაწევრიანებული. მათი მთლიანი დანაზოგი 3.1 მილიარდ ლარს შეადგენს.
საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.