კახეთის რეგიონში ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგბ თბილისიდან თელავამდე ჩასვლა 1სთ-სა და 20 წთ-ში იქნება შესაძლებელი.
მიმდინარე წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა, ეს ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის მიმართულებით გააქტიურებულ ურთიერთობებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
დღეს, ყველგან განსაკუთრებით აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. ამიტომ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ყურადღება ენერგეტიკის სფეროს ეთმობა, გამომდინარე არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში დღეს გაემგზავრა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 75 პროცენტით გაიზარდა.
ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად განხორციელებისა და ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ხანიშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად გახსნა.
2022 წლის შემოდგომაზე, ყაზახეთის ნავთობკომპანიებმა დაიწყეს ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება ევროკავშირში ნავთობის მიწოდებისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ შუა დერეფანმა გრძელვადიანი კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნოს. ამისთვის საჭიროა მაღალ დონეზე კოორდინაცია, რათა ჩვენი სატრანსპორტო გადაზიდვები იყოს კომფორტული, უფრო მიმზიდველი საერთაშორისო აქტორებისთვის, რათა ქვეყანამ მიიღოს დამატებითი შემოსავლები ამ მიმართულებიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორი - Wizz Air-ს საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოების პოტენციალი აქვს
ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ის თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ჯოზეფ ვარადი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.