გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოში ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩთან, პაველ ჰერჩენსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ, ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სამუშაო ჯგუფის (ჩOEშთ) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ზოგადად, შემცირდება თუ არა საქართველოში საწვავის ფასი, ეს საერთაშირისო ბაზარზე ნავთობის ფასზეა დამოკიდებული.
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს – ირაკლი კოვზანაძე
2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი ფისკალურ და მონეტარულ გამოწვევებს პასუხობს, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეთა ნაკადები გაზრდილია, თუმცა ამ მიმართულებით სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არავითარი დრამატული ვითარება არ არსებობს.
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეხუთე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები.
ერთწლოვანი კულტურების მოყვანის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 22 მარტიდან დღემდე, 147.9 მილიონი ლარის ღირებულების 9,713 სესხია გაცემული,–ამის სესახებ საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
საქართველო ნამდვილად მოწინავეა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს ხომ არ არის მოგონილი ციფრები, ამას აფასებს მსოფლიო ბანკი, აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
2022-09-24„20 სექტემბრის მდგომარეობით, საზოგადოებრივ სამუშაოებზე, 23 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი, შრომისუნარიანი პირი დასაქმდა. 4 316-მა ადამიანმა კი მოახდინა არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობის ლეგალიზება“, - განაცხადაჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.