ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, წამყვანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Finance-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
საქართველო მტკიცედ რჩება ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებისა და ეკონომიკურ ინტეგრაციის არჩევანის ერთგული და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
მოლდოვის დედაქალაქი კიშინეუ კიდევ ერთი ევროპული საჰაერო მიმართულებაა, რომლითაც საქართველო ევროპას დაუკავშირდა. ჩვენი პრიორიტეტია, გავზარდოთ პირდაპირი რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებთან, რისთვისაც აქტიურად ვმუშაობთ ევროპის ავიაგადამყვანებთან, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებით “ბევრი” ინვესტორი არის დაინტერესებული.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 9 % იქნება, ხოლო 2023 წლის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 4 %-ია.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ტურიზმის სფეროში საქართველო-თურქეთის თანამშრომლობის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურებულია.
მსოფლიოში წამყვანი მედია და ანალიტიკური ჯგუფის Bloomberg Media Studio-ს კვლევის სედეგების შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის მიხედვით, 400-ზე მეტი წამყვანი საერთაშორისო ინვესტორი განიხილავს საქართველოში ინვესტირებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში.