პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, წლის ბოლოსთვის ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე ჩამოვა.
მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოქალაქეებს სიმშვიდისკენ, გამოწვევების ფონზე ქვეყანა ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას, ჩვენ არ უნდა ავყვეთ ემოციებს, პროვოკაციებს და ასე გავაგრძელოთ მშვიდად და მტკიცედ ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
გაზრდილი საწვავის ფასების წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანთან, ესტაკადაზე შესასვლელი გზა საკუთარი ავტომობილებით ჩაკეტეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან, გარდა ამისა, მონაწილეობდნენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოსალოდნელია მსოფლიოში საკვების ნაკლებობა რუსეთ-უკრაინის ომის გამო, რომლებიც მსოფლიოსთვის საკვების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებლები არიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ადასტურებს, რომ საქართველოდან რუსეთში გარკვეული პროდუქცია გადის, თუმცა, არ აკონკრეტებს რა სახის პროდუქციაზეა საუბარი.
2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 542.1 მლნ.
რუსეთის დღევანდელი აგრესია არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ - თითოეულ დანგრეულ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს. ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ მისაღები არ არის, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.