სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც უწყება 23.3 მილიონ ლარად 9,000 ლეპტოპის შესყიდვას გეგმავს. შემდგომში კომპიუტერები წარჩინებულ მოსწავლეებს უნდა გადაეცეთ.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაიყვანეს 1 130 437 მგზავრი.
სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათისა და წყლის სახელმწიფო კონტროლის მესამე კვარტლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ნედლი რძის მწარმოებელი და შემკრები 58 პუნქტიდან ბრუცელოზი 13 ობიექტზე დადასტურდა.
მთავრობის დავალებით, კონკურენციის სააგენტომ, რომელიც ასევე მთავრობის დაქვემდებარებაშია, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი შეისწავლა. შესწავლის პირველადი შედეგები სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ გუშინ პრემიერს გააცნო, საღამოს კი სააგენტოს ვებგვერდზე აღნიშნული დოკუმენტი გამოქვეყნდა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ოქტომბერში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 48% აღდგა. 2021 წლის ოქტომბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,777 მგზავრს მოემსახურა. (2019 სექტემბერი - 89,647 მგზავრი).
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 12.4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 56.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველი დეკემბრიდან ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კოვიდ/მწვანე პასპორტები ამოქმედდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ წალენჯიხის ოპოზიციურ მერს, გიორგი ხარჩილავას წარმატებას უსურვებს და მზადაა, მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
"დღეიდან მხოლოდ საქმეზე უნდა ვისაუბროთ", - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ მინისტრთა კაბინეტის წევრებს.
საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.