
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ საქართველოსთან წლევანდელი კონსულტაციების, მათ შორის ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის შედეგების განხილვა შეაჯამა.

„საქართველო არაბთა საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას დაიწყებს“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

,ოქტომბრის პირველ ნახევარში რთველი რაჭის რეგიონშიც დაიწყება. ამის შესახებ ღვინოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად დავით ტაბიძე დაინიშნა.

„ბათუმში ხელოვნური კუნძული აშენდება“ - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ „იმედზე“ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტზე დიზაინერთა და არქიტექტორთა საერთაშორისო ჯგუფი იმუშავებს.

იაპონიის ელჩი - იაპონია საქართველოს უზარმაზარ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს დიდი ინტერესით აკვირდება და უკვე პირველი ინვესტიცია განახორციელა.

20 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში, 15 ათასამდე მევენახემ ყურძნის რეალიზაციით 160 მლნ ლარამდე შემოსავალი მიიღო.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სუჰაილ მოჰამედ ალ მაზრუიმ მეზღვაურთა სერტიფიცირების სისტემის აღიარების თაობაზე ურთიერთაღიარების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

2021 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 683.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.3 პროცენტით მეტია.

ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, რეგიონში უპრეცედენტო ზრდა გვაქვს. დაზუსტდა ეკონომიკური მაჩვენებელი - 12.2%-იანი ზრდა გვაქვს შვიდ თვეში, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.