"მომდევნო 10 წელიწადში რეგიონების და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე 32 მლრდ ლარი დაიხარჯება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციის დაწყებამდე განაცხადა.
პროდუქტი, რომლის დამზადებისათვის ბაზად ღვინო და დეალკოჰოლიზაციის გზით მიღებული ღვინოა გამოყენებული, სამართლებრივ რეგულირებას დაექვემდებარება - ამ მიზნით ცვლილებები შედის „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით - ზოგადი პრინციპების დონეზე განიხილა.
ვაქცინაციის თანხა დღეის მდგომარობით ბიუჯეტში გათვალისწინებულია 150 000 000 ლარზე მეტი. დაახლოებით 3 მილიონ 800 000 დოზა ვაქცინის შეძენაა მოსალოდნელი, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
დღეის მონაცემებით, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, 2 190 განაცხადი დარეგისტრირდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზი განაახლა. IMF-ის მისიის ხელმძღვანელის, ჯეიმს ჯონის მიერ წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, ფონდი წელს საქათველოში 7.7%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
"თუ დღიურად 20-30 ათას აცრაზე არ ავედით, ძალიან გაგვიჭირდება", - ამ სიტყვებით მიმართავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
ყველაფერი წყალში ჩაიყრება, თუ მოგვიწია შეზღუდვების შემოტანა, არც მინდა, გავიმეორო სიტყვა „დაკეტვა“, ერთადერთი მარტივი თხოვნა აქვს მთავრობას, აიცერით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
რაც გასაკეთებელი იყო ყველაფერი გავაკეთეთ, ვაქცინები იმაზე მეტია ადგილზეა, რაც საჭიროა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
საქართველოს რკინიგზის 2021 წლის ექვსი თვის სატვირთო გადაზიდვების მოცულობამ 6 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500 ათასი ტონით აღემატება.
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა ტრადიციული ქართული წარმოებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია, ჩვენს ეკონომიკას ემსახურება, აძლიერებს მას და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა ქვეყანა პანდემიას ებრძვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა.