პრემიერ-მინისტრი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივარი დასაშვებად ცნო.
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ინდოელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრს სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა.
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აცხადებს, რომ საქართველოში რეკრეაციული ინფრასტრუქტურა მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროა, ამ კუთხით თანხების მობილიზება. აღნიშნულ კონტექსში, მაია ბითაძემ მაგალითად მოიყვანა თელავი, სადაც პალმებს რგავენ, რაც მიუღებელია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში მომუშავე ექიმებს შორის, ყველაზე მაღალი ანაზღაურება პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში დასაქმებულებს აქვთ, ყველაზე დაბალი - კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში დასაქმებულებს.
საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკა სწრაფი ტემპებით უბრუნდება 2019 წლის ყველაზე აქტიურ და მზარდ ნიშნულს, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
მთავარი სიახლეა სრულყოფილი ოთხზოლიანი ავტობანის მშენებლობის დაწყება, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის (გურჯაანის შემოვლითი გზის) გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთის გახსნა.
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ვაქცინაციის პორტალის შეფერხებით მუშაობას ეხმაურება და ამბობს, რომ სამინისტროს ვებგვერდზე არაერთი კიბერთავდასხმა განხორციელდა, რაც პროცესს აფერხებს.
"სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეულნი; საჭიროა, მტკივნეული გადაწყვეტილებების "მიღება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სექტორის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.