საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 22 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთის) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, შესაბამისი რისკის პროფილისა და ეჭვის საფუძველზე, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა.
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოსთვის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვისელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის (ESPIRE Program) პირველი ფაზის დასაფინანსებლად 35 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაამტკიცა.
2024 წლის პირველ 4 თვეში საქართველოდან საქონლის ექსპორტი 10.1%-ით შემცირდა და 1 მილიარდ 763 მილიონი დოლარი შეადგინა.
მოხარული ვართ, რომ ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა საქართველო ბაზრის განვითარების წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ EBRD-ის ხაზინისა და სებ-ის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს ფინანსური ბაზრის განვითარების ახალი ანალიზის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებულ იქნა ერთი პირი. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო და სავაჭრო პაკეტის გადაცემას განიხილავს, თუ ანტიდემოკრატიული კურსი შეიცვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.