დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე გამართულ სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
კომპანია CCCG არ მონაწილეობს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონკურსში, ასევე არ წარმოადგენს კონკურსში მონაწილე კომპანიების ქვეკონტრაქტორს, – ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის წინა ელჩის პირობებში ბევრი რამ გაფუჭდა, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გადახედვა სჭირდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად გაჯანსაღდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის“ ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის პირველი ივლისიდან შევა.
საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 9.0 პროცენტით განისაზღვრა.
მჯერა, ანაკლიის პროექტი იქნება გარდამტეხი მომენტი ჩვენი თანამშრომლობისთვის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისა და შუა დერეფნის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო დანახარჯები 2012 წელს 450 მილიონს შეადგენდა, 2024 წელს კი 1,62 მილიარდზე მეტს შეადგენს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების ბოიკოტის გამო, პარლამენტი ხვალ, 31 მაისს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს ინტერპელაციის წესით აღარ მოუსმენს - ამის შესახებ პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.