ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველომ სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველი ადგილი მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის დაიკავა.
ამ დროს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელსაც აქვს უდიდესი გამოცდილება, მათ შორის, ამ ტიპის პროექტების განხორციელების ძალიან დიდი გამოცდილება, შემოიტანეს ძალიან კარგი განაცხადი ამ პროექტის განვითარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი საერთო დამოკიდებულება, ერთადერთი სფერო, სახელმწიფოში, რომელიც აქამდე არ იყო გამჭვირვალე, ეს იყო სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, 46 000-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 6 მლრდ ლარის ღირებულების შეღავათიანი სესხი.
საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს, კიდევ ერთხელ, დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მიჰყვება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმებით და სხვა საერთაშორისო გარემოსდაცვითი შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2023 წელს განხორციელებული სამუშაოს ანგარიში და მიღწეული შედეგები ოთარ შამუგიამ წარუდგინა.
სიტყვით გამოსვლის დროს, მინისტრმა გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება პრიორიტეტულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, განათლების სამინისტროსთან ერთად, დეფიციტური პროფესიებით ახალგაზრდების დაინტერესებისთვის არაერთი აქტივობა ხორციელდება.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში საბოლოო წინადადება ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა და გამარჯვებულად უახლოეს დღეებში ოფიციალურად გამოცხადდება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის დღევანდელ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.