კიევში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 23 პირი დაშავდა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 150-ზე მეტ ფიზიკური პირსა და სუბიექტს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს შეზღუდვების თავიდან აცილებასა და მისი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის გაძლიერებაში.
სერბეთმა გაზის მიწოდების დივერსიფიცირებისთვის ბულგარეთთან დამაკავშირებელი მილსადენი გახსნა, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ევროკავშირმა ხელოვნური ინტელექტის რეგულირების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
ოლენა ზელენსკა აცხადებს, რომ უკრაინელებს სასიკვდილო საფრთხე ემუქრებათ, თუ დასავლეთის ქვეყნები ფინანსურ მხარდაჭერას შეწყვეტენ.
დიდთოვლობის გამო ამსტერდამის აეროპორტში ფრენები გადაიდო, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გერმანიაში დიდთოვლობამ საჰაერო მიმოსვლას პრობლემები შეუქმნა.
საბერძნეთის კუნძულ ლესბოსთან სატვირთო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაკარგულად მიიჩნევა.
ევროპარლამენტი უკრაინაში ოფისის გახსნას დათანხმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროაქტივი“ ავრცელებს.
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.