ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 7 960-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „სიენენი“ პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ღაზაში მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დასავლეთს ეკისრება.
რამდენად რთულიც არ უნდა იყოს, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს უდანაშაულო, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ღაზაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, ენტონი ალბანეზთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ამერიკის შეერთებული შტატები რჩება პალესტინელი ხალხის ღირსების და თვითგამორკვევის უფლების ერთგული, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სოციალურ ქსელში დაწერა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ საქართველო ბაქოსა და ანკარას მიერ ინიცირებულ თანამშრომლობის ფორმატს 3+3 სულ მალე მიუერთდება.
ირანი უყოყმანოდ დაარტყამს ისრაელის საპორტო ქალაქ ჰაიფას, თუ ეს აუცილებელი იქნება და შესაბამის განკარგულებას გასცემენ, – ამის შესახებ ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაურის მოადგილემ, განაცხადა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ისრაელსა და „ჰამასს“ ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებისკენ მოუწოდებს.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერებმა ისრაელ-ღაზის კონფლიქტსა და ღაზის სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჰეზბოლა“ თუ ომში ჩაერთვება, ცხოვრებისეულ შეცდომას დაუშვებს, -ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
აშშ შეშფოთებულია, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ბრძოლა შეიძლება, გადაიზარდოს უფრო ფართო კონფლიქტში მთელ ახლო აღმოსავლეთში, რაც საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს.