„ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა.
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რამდენიმე მიწისძვრამ გააჩინა საფრთხე, რომ, შესაძლოა, ვულკანი ამოიფრქვეს.
ევროკავშირს არ გამოუვა რუსეთის გაძევება სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიიდან, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
რუსული გაზი კვლავ შედის ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, რომლებმაც თითქოს უარი თქვეს მასზე, – ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა განაცხადა.
ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, [რომელიც სხვა სფეროდან იყო] სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა.
აშშ ჩინურ კომპანიებს რუსეთის დახმარების შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს.
პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბარში ქართველ ხალხს მივულოცე ევროკომისიის მიერ საქართველოს ძალისხმევების პოზიტიური შეფასება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ისრაელში კიბუცი კფარ აზა მოინახულა, სადაც 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა განახორციელა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი ვალდებულია „გადაარჩინოს პალესტინელები ისრაელის ჩაგვრისგან“.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდებაში.