ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზას სექტორის დარაჯა ტუფაჰის რაიონში ათობით მოიერიშე თვითმფრინავმა 70-ზე მეტ ობიექტს დაარტყა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ტექნიკა ისრაელში ჩავიდა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ისრაელი ღაზის სექტორზე სრულ შეტევაზე გადადის. ამის შესახებ იოავ გალანტმა ღაზის სექტორის საზღვარზე მყოფ სამხედროებს განუცხადა.
„ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს ინსტრუქციებს, რომლებშიც მოუწოდებენ ისრაელელებს, დარწმუნდნენ, რომ მათ აქვთ საკვებისა და წყლის ის რაოდენობა რაც მინიმუმ 72 საათის განმავლობაში დასჭირდებათ.
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნაფთალი ბენეტი მიმდინარე კონფლიქტს დამოუკიდებლობის ომის შემდეგ ყველაზე მძიმე მოვლენას უწოდებს.
ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს, – ამის შესახებ განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას გააკეთა.
ირანი უარყოფს რაიმე მონაწილეობას „ჰამასის“ მიერ ისრაელის შიგნით განხორციელებულ თავდასხმებში.
ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 120 ადამიანი დაიღუპა და ათასამდე დაშავდა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტმა მიიღო „ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია, რომლებიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ და პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას“.