იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სილვიო ბერლუსკონი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კანადაში ხანძრის 426 კერას ებრძვიან. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტყის ხანძრების უმეტესობა კვებეკის პროვინციაშია.
აშშ უკრაინას 2.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა თავშესაფრის მაძიებელთა მიღების რეფორმა შეათანხმეს. შეთანხმებას წინ უძღოდა ლუქსემბურგში 12-საათიანი მოლაპარაკებები.
მომდევნო ხუთი-ათი წლის განმავლობაში ყირიმი წყლის გარეშე იქნება, ვიდრე კაშხალი არ აღდგება, – ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.
„უკრჰიდროენერგოს“ პროგნოზით, კახოვკის კაშხლიდან წყლის გადინება პიკს 7 ივნისის დილისთვის მიაღწევს. ამის შესახებ განცხადება „უკრჰიდროენერგოს“ დირექტორმა, იგორ სიროტამ გააკეთა.
რუსეთის ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გამო უკრაინის პრეზიდენტი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას იწვევს.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით.
ჩინელი სამხედროები არ დააყოვნებენ მოქმედებას, თუ ვინმე გაბედავს ტაივანის ჩინეთისგან გამოყოფას, – ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ განაცხადა.
საბერძნეთის პოლიციამ ბანანის კონტეინერებში 3,2 მილიონი ევროს ღირებულების კოკაინი აღმოაჩინა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.