ისტორიაში პირველად, ლიეტუვა რუსეთის ელექტროქსელიდან სატესტო რეჟიმში მთლიანად გაითიშა, – ამის შესახებ ლიეტუვური მედია წერს.
ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტს ამზადებს - ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სავარაუდოდ, ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს.
რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჭურვი შემთხვევით რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.
გერმანიამ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა გადასცა, – ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
პოლონეთი დათანხმდა უკრაინული მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ტრანზიტის განბლოკვას. შეთანხმებას მხარეებმა ვარშავაში ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიეს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სუდანში ევროკავშირის ელჩს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი წერს.
„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესრულებაზე კონტროლს გაამკაცრებს, – ამის შესახებ განცხადება „დიდ შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა იაპონიაში, ქალაქ კარუიზავაში მიმდინარე შეხვედრის დროს განაცხადეს.