გერმანული გამოცემის „შპიგელის“ ცნობით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინაში რაც ხდება, უკვე აღარ არის ჰიბრიდული, არამედ არის ნამდვილი ომი დასავლეთსა და რუსეთს შორის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.
ევროკავშირმა ადამიანის უფლებების დარღვევების გამო ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები დააწესა. როგორც საბჭოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა 18 ფიზიკურ პირსა და 19 ორგანიზაციას. შეზღუდვები უკავშირდება მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას.
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი უკრაინაში ჩავიდა. ჯონსონის ვიზიტის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხობს და ამბობს, რომ პუტინი არის და იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართული „უკრაინული საუზმის“ პანელზე ვიდეოზარის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული იმაში, რომ პუტინი ცოცხალია და გადაწყვეტილებებს თავად იღებს.
ღამით ხანძარი გაჩნდა სომხეთში, გეგარკუნიკის ოლქში, ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში. წინასწარი ცნობებით, დაღუპულია 15 სამხედრო, არიან დაშავებულებიც.
ევროპარლამენტმა 598 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში შეყვანას.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი მოუწოდებს საზოგადოებას, არ გაავრცელონ თეორიები და სპეკულაციები ბროვარში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზებთან დაკავშირებით.