უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში ჩასული რუსული ბატალიონი განადგურებულია.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ უახლესი სადაზვერვო ანგარიში გამოაქვეყნა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სტამბოლში მოლაპარაკებების შედეგები შეაფასა და თქვა, რომ პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის დასრულებული შედეგი.
უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლი დავით გობეჯიშვილი ვარშავიდან სამშობლოში დღეს დილით გადმოასვენეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩები გაიწვია. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვისას განაცხადა.
რუსმა ოკუპანტებმა დნეპრში ნავთობაზა დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ხვალ "დუმილის რეჟიმის" ფარგლებში მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმერ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია მზად არის უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
უკრაინის ომბუდსმენის, ლუდმილა დენისოვას განცხადებით, რუსულმა ძალებმა, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში, „წითელი ჯვრის“ შენობას ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ცოტა ხნის წინ, ნორვეგიის პარლამენტს მიმართა და განაცხადა, რომ დასავლეთისგან სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვს.