უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, კრემლის გეგმები მთლიანად ჩაიშალა.
მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების პროცესში რუსეთის მხრიდან სერიოზულობის ნიშნებს ვერ ხედავს. როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ხშირად ხდება, როცა რუსეთი ერთს ამბობს, მაგრამ მეორეს აკეთებს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პარლამენტს სიტყვით მიმართა და ომის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაში დახმარება სთხოვა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რამდენიმე ბიზნესმენისგან, მათ შორის რომან აბრამოვიჩისგან, იყო გზავნილები უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის განმარტებით, ასევე საუბარი იყო ბიზნესმენების მიერ საკუთარი ბიზნესის უკრაინაში გადმოტანასთან დაკავშირებით სანქცირებულთა სიიდან ამოღების სანაცვლოდ.