რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის საოკუპაციო ჯარი 23 თებერვლისთვის დაკავებულ პოზიციებს დაუბრუნდება, - ამის შესახებ „რბკ უკრაინასთან“ ინტერვიუში მოლაპარაკებებზე უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა დავით არახამიამ განაცხადა.
ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინელი მღვდელი გაიტაცეს, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ყირიმი რუსეთის ნაწილია და ეს საკითხი არ განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
აშშ-ის ევროპული სარდლობის უფროსი გენერლის, ტოდ უოლტერსის განცხადებით, სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვებაში „შესაძლოა იყო ხარვეზი, რამაც გამოიწვია ის, რომ აშშ-მა, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმამდე, რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები გადაჭარბებულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები კი არასათანადოდ შეაფასა.
რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედრო მოსამსახურე გაგზავნა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას ეწინააღმდეგება და ამბობს, მას და მის თანაგუნდელებს ეს არ მოსწონთ, თუმცა ეს პოლიტიკური საკითხია და როგორც პრეზიდენტი გადაწყვეტს ისე იქნება.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელინსკიმ ტრადიციულ, შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში, სამომავლო გეგმებზე და დაზარალებული მოქალაქეების ზარალის ანაზღაურებაზე ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელინსკიმ ომის 34–ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში, კიდევ ერთხელ დააკონკრეტა ის აუცილებელი მოთხოვნები რაც უკრაინისთვის შეუცვლელია შეთანხმების მისაღწევად.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელინსკიმ ომის 34–ე დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში, უკრაინელ ჯარისკაცებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და მოუწოდა, რომ არ მოდუნდნენ, ვინაიდან, მტერი ამ დრომდე უკრაინის ტერიტორიაზეა და უკრაინაში ისევ ბომბები ცვივა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში დღევანდეილი მოლაპარაკების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებიდან სიგნალი პოზიტიურია, თუმცა მხოლოდ კონკრეტული შედეგის ნდობა შეიძლება.