
შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმს სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი 73.96 დოლარით განისაზღვრება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თანამდებობას ტემი ბრიუსი დაიკავებს, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

საფრანგეთში ახალი წლის ღამეს ათასამდე ავტომობილი დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.

უნგრეთს ევროკავშირის 1,04 მილიარდი ევროს დაფინანსებაზე უარი ოფიციალურად უთხრეს. დახმარების გაყინვის მიზეზი კორუფციული ბრალდებები გახდა. ეს ბლოკის წევრის წინააღმდეგ მსგავსი სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.

ახალი წლის ღამეს ბრიუსელში არეულობის დროს უცნობმა პირებმა ათობით ავტომობილი დაწვეს, მეხანძრეებს კი, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლეს. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

ლას ვეგასში, დონალდ ტრამპის სასტუმროსთან Tesla-ს Cybertruck-ი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი, შვიდმა ადამიანმა კი, მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პოლონეთის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

უკრაინამ ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტი შეაჩერა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ბუნებრივი აირის სატრანზიტო სისტემის ოპერატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში სატვირთო ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 71 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.