უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო France 24 თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორზე, ფაჰრეთინ ალტუნზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროპელი ლიდერები მომავალ კვირას უკრაინის ომის შესახებ საგანგებო სამიტზე შეიკრიბებიან იმ შეშფოთების ფონზე, რომ აშშ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს ევროპის მონაწილეობის გარეშე აგრძელებს, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ევროპის შეიარაღებული ძალების შექმნის დრო დადგა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროკომისია პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საპასუხო“ სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის „დიდ შვიდეულში“ დაბრუნება სურს.
ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ განაცხადა.
უკრაინა ერთ დღეს, შესაძლოა, რუსეთი იყოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
პალესტინელებს ღაზაში დაბრუნების უფლება არ ექნებათ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
გვატემალაში, ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, სულ მცირე 31 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ გვატემალის დედაქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.