სიეტლის რაიონული სასამართლოს ფედერალურმა მოსამართლემ, ჯონ კუგენურმა დროებით დაბლოკა დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება მოქალაქეობის დაბადებით მოპოვების წესის გაუქმების შესახებ, რომელიც თებერვალში უნდა ამოქმედებულიყო, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
რუსეთი ჩვენთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ თავდაცვაზე საკმარისს არ ვხარჯავთ, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპის თავდაცვის სააგენტოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს კიდევ ერთხელ მოუწოდა, შეიძინოს მეტი ამერიკული ნავთობი და გაზი, თუ ბლოკს ტარიფების თავიდან აცილება სურს, - Bloomberg-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ტრამპმა ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარების ყველა პროგრამის 90 დღით შეჩერებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ბუნდოვანი გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ საფრთხის პირობებში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მეტი ახალგაზრდა მოხალისის მობილიზების შესახებ, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.