როგორც ჩანს, ინდოეთი და რუსეთი დავკარგეთ და ღრმა, ბნელ ჩინეთს დავუთმეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
ლეგენდარული იტალიელი დიზაინერი, ჯორჯო არმანი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი კომპანია Armani Group-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთი ნატურით, ანუ ტერიტორიის სახით, დაიბრუნებს დასავლეთში გაყინულ აქტივებს, რომელიც უკრაინას გადაეცა, - ასე გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ლონდონის მიერ კიევისთვის რუსული აქტივების გამოყენებით მიღებული 1,3 მილიარდი დოლარის შემოსავლის გადაცემას.
პარიზში, ელისეის სასახლეში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა მიმდინარეობს.
გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გაყინული რუსული აქტივების ხარჯზე, იარაღისა და სხვა სამხედრო დახმარების შესაძენად 1 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი გადასცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ კიევში ვიზიტისას განაცხადა.
აშშ თუ არ იქნება ბედნიერი პუტინის გადაწყვეტილებით, მაშინ ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონლად ტრამპმა თეთრ სახლში პოლონეთის ლიდერთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე გააკეთა.
შეხვედრა შესაძლებელია, თუ ზელენსკი მზად არის, მოსკოვში ჩამოვიდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს ესაუბრა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
თუ ფხენიანს როგორმე შეუძლია რუსეთის დახმარება, ის ამას აუცილებლად გააკეთებს, ეს ძმური მოვალეობაა, - ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება უკვე უკრაინისკენ გზაშია, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.