აბას არაღჩი - ირანის ნავთობზე დაწესებული სანქციები მოიხსნა და გაყინული აქტივების ნაწილი გათავისუფლდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ირანის ნავთობზე სანქციები მოიხსნა და ირანის საზღვარგარეთ გაყინული აქტივების ნაწილი გათავისუფლდა.
ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არალეგალი მიგრანტების მესამე ქვეყნებში დაბრუნების შესახებ ევროკავშირის პოლიტიკას რადიკალურად ცვლის. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
გთხოვთ, ნუ დაივიწყებთ, რომ უკრაინა იმსახურებს ევროკავშირის წევრი გახდეს - ეს ასევე სხვა ერების უფლებაა, რუსეთისგან დამოუკიდებლები იყვნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
მივესალმებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით და შუამავალი ქვეყნების მხარდაჭერით მიღწეული შეთანხმების გამოცხადებას, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
აშშ-ის საჰაერო ძალების B-52 ბომბდამშენის სამხრეთ კალიფორნიაში ჩამოვარდნის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას ადასტურებს. დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნავს, რომ გაიხსნება ჰორმუზის სრუტე და და აშშ მოხსნის ირანის პორტების საზღვაო ბლოკადას.
ირანთან შეთანხმებას ხვალ, 14 ივნისს, მოვაწერთ ხელს და ის დაუყოვნებლივ ყველასთვის იქნება გახსნილი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის ესმაილ ბაღაის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან საბოლოო შეთანხმების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ სპეკულაციაა და თეირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, - ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.