
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, არ გამოიყენოს უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი. აღნიშნულის შესახებ, დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის პარალელურად რუსეთმა შესაძლოა იერიში პოლონეთზე მიიტანოს, რაც ავტომატურად ნიშნავს NATO-ს უშუალოდ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში. უფრო დიდი საფრთხეა რუსეთის მიერ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, დღის წესრიგიდან არ იხსნება მოსკოვის ბირთვული მუქარა.


რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვში, ჰუმანიტარული დახმარების რიგში მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.



უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ უკრაინელმა მებრძოლებმა, რომლებიც უკვე ერთი თვეა, წინააღმდეგობას უწევენ რუსულ აგრესიას, დაამტკიცეს, რამდენად ბევრის გაღება შეუძლია უკრაინას ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.


რუსული მხარე დაღუპულთა ცხედრებს ყურადღებას არ აქცევს, რაც უკრაინის ეკოლოგიას დიდ საფრთხეს უქმნის. ამის შესახებ სუმის რეგიონის ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ანატოლი კოტლიარმა განაცხადა.

ლეგენდარულმა უკრაინელმა სპორტსმენმა, პარაკანოეში ორგზის პარალიმპიურმა ჩემპიონმა სერგეი ემელიანოვმა გადაწყვიტა დაეხმაროს უკრაინის არმიას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში.