
საქართველოს ევროვნული ბანკი დღეს, 25 თებერვალს, განცხადებას ავრცელებს „ვითიბი ბანკთან“ დაკავშირებით მას შემდეგ, რაც აშშ-მ სანქციები აამოქმედა. ეროვნული ბანკის ცნობით, “პოტენციური რისკების განეიტრალების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკს სს “ვითიბი ბანკი ჯორჯიასთან“ ერთად ადრევე ჰქონდა შემუშავებული სანქციების დაწესების შემთხვევაში სამოქმედო გეგმა”:

ლარის კურსმა წონასწორობის ახალი წერტილი იპოვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ლარის კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მაისის თვიდან დაიწყო და ტენდენციას ინარჩუნებს. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ამოღების მიზნით შეზღუდვები უწესდებათ. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით და შესაბამისი ეთიკის კოდექსით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ მოვალეების შეცდომაში შეყვანა და თანხის ამოღების მიზნით, მათთან პოლიციის წარმომადგენლის სახელით მოქმედება.

2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია.

15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114,022,899 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

გიორგი ბრწყინვალეს საკოლექციო მონეტაზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია რეიტინგის "სტაბილური" მოლოდინი.