
2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სავალუტო რეზერვები $4.1 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.3%-ით მეტია.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მომდევნო წელს ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაიწყებს შემცირებას. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, გეგმა და პროგნოზები, რომელიც ამ მიმართულებით ეროვნულ ბანკს გააჩნია, რეალობას შეესაბამება.

საქსტატმა დღეს ინფლაციის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, სექტემბერში ქვეყანაში ფასები წლიურ ჭრილში 12.3%-ით გაიზარდა. ფასების ზრდა სამომხმარებლო საქონლის ყველა ჯგუფს შეეხო, მათ შორისაა სურსათი, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კომუნალური ტარიფები და სხვა.

2022 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, იანვრიდან ასაკობრივი პენსია იზრდება.

დღეს, საქართველოს მთავრობა პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს შეიტანს.

„მაღალი ინფლაცია ჩვენი ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაა“ - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე მედიასაშუალებების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას არ გამორიცხავს.

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს მთავრობის დასახმარებლად კორონავირუსული დაავადების (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად და ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებისთვის საჭირო შესაძლებლობების გასაძლიერებლად 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე, ხოლო პერსპექტივა - სტაბილურზე შეუნარჩუნა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს,

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 1,289 მლრდ დოლარით გაიზარდა. წინა თვესთან შედარებით კი, საგარეო ვალის მოცულობა 44,504 მლნ დოლარით არის გაზრდილი.