
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ლარის კურსზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მაისის თვიდან დაიწყო და ტენდენციას ინარჩუნებს. ამის შესახებ ხუციშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

საფინანსო ორგანიზაციებს კრედიტის ამოღების მიზნით შეზღუდვები უწესდებათ. ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით და შესაბამისი ეთიკის კოდექსით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალებათ მოვალეების შეცდომაში შეყვანა და თანხის ამოღების მიზნით, მათთან პოლიციის წარმომადგენლის სახელით მოქმედება.

2022 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.096 მილიარდი ლარია.

15 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 5.89 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0276 ლარს შეადგენს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, იანვრის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 114,022,899 აშშ. დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69.3% აღდგენაა.

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისი კომისიის განცხადებით, საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს.

გიორგი ბრწყინვალეს საკოლექციო მონეტაზე წინასწარი შეკვეთების მიღება დაიწყო.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად BB დონეზე შეინარჩუნა, ასევე უცვლელია რეიტინგის "სტაბილური" მოლოდინი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2022 წლის 2 თებერვალს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს.

2021 წლის განმავლობაში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა. მთლიანობაში 14-მა კომერციულმა ბანკმა 2.08 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არამხოლოდ კრიზისულ 2020 წელთან, არამედ 2019 და ნებისმიერ წინა წელთან შედარებითაც მეტია.