
"ზუსტად შემიძლიათ გითხრათ, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილება არცერთ შემთხვევაში არ იქნება,"- ასე პასუხობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, ყველა სახის განცხადება საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შეწყვეტაზე და მით უფრო რეფორმების დღის წესრიგის ცვლილებაზე უსაფუძვლოა.

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უმუშევრობის ზრდის ტენდენცია უკავშირდება წინა წლის მეორე კვარტალში დაწესებულ შეზღუდვებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ფინანსთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, საგარეო ვალის ნიშნული საკმაოდ მაღალია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მომდევნო წლების განმავლობაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებასთან ერთად.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 აგვისტოდან ეროვნული ბანკის მესამე ვიცე-პრეზიდენტის ადგილს ნიკოლოზ გაგუა დაიკავებს.

2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

პარლამენტმა, რიგგარეშე სესიის სხდომაზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების თანამდებობებზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატურებს – ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძეს და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა.

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტი, რომელიც რიგგარეშე სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა, 85-ხმით, ერთხმად მიიღეს.

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის თანახმად, დღეის მდგომარეობით, ვაქცინაციისთვის 150 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი.

2021 წლის ივნისში კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ.