დიდუბის რაიონის გამგეობა დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ, მეხუთე კვარტლის მე-9, მე-10 და მე-11 კორპუსებთან მულტიფუნქციურ სპორტულ მოედანს აშენებს.
2025 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 715 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წლიურად 2.5%-იანი ზრდაა. აქედან ვიზიტების რაოდენობა 564.3 ათასი იყო, რაც 0.4%-ით მეტია 2024 წლის შესაბამის პერიოდზე.
„აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა წინ წავიდეს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს.
პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა ქვეყანაში, ნამდვილად არ ემსახურებოდა საქართველოს ინტერესებს. აშკარად იკვეთება სხვა ქვეყნის თუ სხვა დაჯგუფების ინტერესები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
2008 წლის 7 აგვისტოს მაშინდელმა რეჟიმმა გახსნა არტილერიული ცეცხლი ცხინვალზე და ამას მეორე დღეს საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა მოჰყვა, - ამის შესახებ კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დედას ვფიცავარ, „ნაცობა“ არის კატასტროფა. „ნაცს“ ლოგიკა საერთოდ არ აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ორი საფეხბურთო მოედნის მშენებლობას ასრულებს.
ტრამპი მომდევნო კვირას გეგმავს პუტინთან და ზელენსკისთან სამმხრივი შეხვედრის გამართვას, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი გეგმის მცოდნე ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ბათუმელების” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის შეფარდებას.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო.