საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, საკურიერო მომსახურების სექტორში, შპს „ვოლტ ჯორჯიასთან" პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
2025 წლის ივლისში თბილისში 3 713 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა. „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვის თანახმად, გაყიდვები ივლისში წლიურად 4%-ით არის გაზრდილი.
მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქის გაძევება განხორციელდა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის, FF.K Public Relations-ის ორგანიზებით, გერმანიაში, ღვინის საცალო გაყიდვების ქსელებში ქართული ღვინის აქტიური მარკეტინგული კამპანია დაიწყო.
შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის, ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემ შორის იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.
ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრა კარგი იქნება, მაგრამ შეიძლება ცუდი იყოს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, შინდისში, ბრძოლის ადგილზე დაღუპული სამხედროების მემორიალი დაიდგმება და ასევე, მემორიალური სივრცე მოეწყობა.